პრეზიდენტი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში ტრაგიკული შემთხვევისას ახალგაზრდა ქალისა და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის გამო. ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წერილში.

ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანიც დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

აფეთქების შედეგად დედა-შვილი: 30 წლამდე ქალი და 1 წლის ბავშვი დაიღუპნენ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ხუციშვილი- სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ მაშველები
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების ეროვნული კომისია არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, მაუწყებლებს მიმართავს