შალვა ხუციშვილი- სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ მაშველები

ორი ადამიანი, გარდაცვლილი დედა-შვილია ნაპოვნი და გადაყვანილები არიან პროზექტურაში, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

„დასრულდა სამაშველო ღონისძიება. ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა. მზიდი კედლების დაზიანების პირობებში რამდენიმე სართული იყო ჩანგრეული და ფილები იყო ჩაცვენილი. ამის გამო საკმაოდ გაგრძელდა, მაგრამ ძალიან ფრთხილად, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ. ორი ადამიანი, გარდაცვლილი დედა-შვილია ნაპოვნი, გადაყვანილები არიან პროზექტურაში. მინდა ოჯახს მივუსამძიმრო“, – განაცხადა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – მინდელის შახტის იმ უბნებზე, რომლებზეც დასკვნა პოზიტიური იქნება, მუშაობა განახლდება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს