პრეზიდენტი: მოსამართლეთა შერჩევის პრინციპები და პროცედურები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ

მე ფიცი დავდე არა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თანამედროვე ევროპული სახელმწიფო კონსტიტუციონალიზმის იდეას ეფუძნება.

როგორც პრტეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა, მათ მუდმივად ესაჭიროება განვითარება და გაძლიერება.

“ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელებული პოლიტიკის უმთავრესი მიზანი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის შვების მიცემაა. ამიტომ, სირთულეების მიუხედავად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდეს და განვითარდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის პოლიტიკა. რადგან ასე ჩვენ ვიცავთ ყველაზე ფასეულს – ჩვენ მოქალაქეთა სიცოცხლეს. თანამედროვე ევროპული სახელმწიფო კონსტიტუციონალიზმის იდეას ეფუძნება და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა, მათ მუდმივად ესაჭიროება განვითარება და გაძლიერება. ყველა სფეროში განვითარება სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობით უნდა იყოს მხარდაჭერილი. აუცილებელია, რომ გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი პერსონიფიცირებული ურთიერთობები შეიცვალოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობით. პოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება არ უნდა გამოიხატოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ამ მიმართებაში, რამდენიმე საკითხზეა გასამახვილებელი ყურადღება.

“პირველყოვლისა სასამართლო ხელისუფლება – სასამართლოს დამოუკიდებლობას ესაჭიროება მყარი სამართლებრივი საფუძვლები და ნება. თავის მხრივ, სასამართლო სისტემაში განსაკუთრებული დატვირთვა მთავარ სუბიექტს – მოსამართლეს აკისრია. შესაბამისად მისი შერჩევის პრინციპები და პროცედურები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას სიტყვით გამოსვლის დროს.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება არ უნდა გამოიხატოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში
შემდეგი სტატია“რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა დასავლეთთან”