პოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება არ უნდა გამოიხატოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში

აუცილებელია, რომ გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი პერსონიფიცირებული ურთიერთობები ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობით შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა და ამ კონტექსტში ყურადღება ევროპული კონსტიტუციონალიზმის პრინციპებზე გაამახვილა.

ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში არ უნდა გამოიხატოს.

“თანამედროვე ევროპული სახელმწიფო კონსტიტუციონალიზმის იდეას ეფუძნება და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა, მათ მუდმივად ესაჭიროება განვითარება და გაძლიერება. ყველა სფეროში განვითარება სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობით უნდა იყოს მხარდაჭერილი. აუცილებელია, რომ გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი პერსონიფიცირებული ურთიერთობები შეიცვალოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობით. პოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება არ უნდა გამოიხატოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მივესალმები პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: მოსამართლეთა შერჩევის პრინციპები და პროცედურები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ