პრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს პრეზიდენტს შეხვდებიან. მესამე სექტორი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს.
„ამ ცვლილებებით რეალურად პრობლემა ექმნებათ კერძო სექტორის მაუწყებლებს და პირველ რიგში, ეს ეხება სარეკლამო ბაზართან დაკავშირებულ რეალობას. ცხადია, ვეტოს თემა მაუწყებლობის კანონთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომლის გამოყენებაც შეიძლება გახდეს გარკვეულწილად მაპროვოცირებელი, რომ ის ცვლილებები, რომელზეც საუბრობს უმრავლესობა და ზოგადად მაუწყებლის მენეჯმენტი, არ შევიდეს ძალაში,“ – აცხადებს “საიას” თავმჯდომარე სულხან სალაძე.

კოალიცია ”მედია ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტო მედიისთვის ერთგვარი დაზღვევა იქნება.

„ვეტოს გამოყენების უფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც შეიძლება დაგვაზღვიოს ამ არც თუ ისე კარგი კანონისგან, რომელიც არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას ეწინააღმდეგება, არამედ ზოგადად, მედია გარემოს გააუარესებს,“ – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭონს სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო