დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭონს სხდომა გაიმართება

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაა ჩანიშნული, რომლის ფარგლებშიც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელებენ. საკიტხთა შორისაა, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის ცვლილება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას 26 დეკემბრიდან დაიწყებს. ცნობილია სია, რომელშიც სულ 82 კანდიდატია:

„ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო კრიტერიუმები მოსამართლის შერჩევის დროს, რომლითაც ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლოს სისტემის სტრატეგიით განსაზღვრული არის, რომ მოსამართლის მიუკერძოებლობის საკითხი კიდევ უფრო მეტად უნდა შემოწმდეს და ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი. შემოწმდეს მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც მხარედ იყო წარმოდგენილი სასამართლო დავებში, თუ როგორი იყო მისი ქცევა აღნიშნულ პროცესში,“ – განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათია თოდუა გერმანული Voice-ს გამარჯვებული გახდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება