შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ა., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება
შემდეგი სტატიამსოფლიო პატრიარქი – ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წარსდგა