“პრეზიდენტი ესწრება, აქვს თავისი როლი ამ ინაუგურაციაში”- სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის ინაუგურაციას დაესწრება.
არჩეული პრეზიდენტი ამბობს, საკითხი მეოთხე პრეზიდენტის პროტოკოლთან უკვე შეთანხმებულია.
არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს ამ პროცესში თავისი როლი აქვს.

„მოსაწვევები მიდის თავისი რეჟიმით. ახლა ვსაუბრობდით პრეზიდენტის პროტოკოლთან, გავიარეთ დეტალები, პრეზიდენტი ესწრება, აქვს თავისი როლი ამ ინაუგურაციაში, როგორც მიღებულია,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელჩის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა – Foreign Policy-ის ხმაურიანი სტატია
შემდეგი სტატიაპოლიციელების დაჭრის ფაქტზე ძებნილი გოჩა ცხვედიანის საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის