ელჩის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა – Foreign Policy-ის ხმაურიანი სტატია

ელჩის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა – ამის შესახებ Foreign Policy-ის სტატიაშია ნათქვამი. საუბარია საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის განხილვაზე.

სტატიაში წყაროებზე დაყრდნობით პირდაპირ წერია, რომ მთავრობა ბრინკისკანდიდატურას ბლოკავს, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

ვაშინგტონში ყოფილმა და მოქმედმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოცემას შეატყობინეს, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გამოცდილი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დამტკიცებაზე და ამ გადაწყვეტილებას ხელს არ მოაწერს.

სტატიაში არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერია, რომ ელჩის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა.

banner
წინა სტატიაშიმესაფლავეები, რომლებმაც ისტორიულ მონეტებს მიაკვლიეს, პასუხისგებაში მიეცნენ
შემდეგი სტატია“პრეზიდენტი ესწრება, აქვს თავისი როლი ამ ინაუგურაციაში”- სალომე ზურაბიშვილი