პრეზიდენტი ათონელზე დღეს, ჟურნალისტებთან ერთად მივა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში დღეიდან შევა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას სწორედ აღნიშნული რეზიდენციიდან შეუდგება. ზურაბიშვილი რეზიდენციაში მედიასთან ერთად მივა. განცხადება ამის შესახებ ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მომავალმა სავარაუდო ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ გუშინ გააკეთა

„ხვალიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფლიგელი უკვე მოეწყობა. რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი. ინტერნეტი უკვე გაყვანილია. ავლაბრის რეზიდენციიდან ნელ-ნელა გადმოვიტანთ კომპიუტერულ ტექნიკას. ნაწილობრივ, ავლაბრის რეზიდენციაში შენარჩუნდებიან ის პირები, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის. ყველაფერი ნელ-ნელა, წყნარი ნაბიჯებით არის გასაკეთებელი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინქციონირებაში რაიმე პრობლემა არ შეიქმნას,”- განაცხადა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიბუტა რობაქიძის საქმე – გურამ დონაძემ ვიდეომტკიცებულებები გაასაჯაროა
შემდეგი სტატიათემქაზე, 14 წლის მოზარდი დანის მუქარით დააყაჩაღეს