“პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა შეეხოს.

“პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული”- წერს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაში“არასწორი ანალიზი კეთდება” – კობა გვენეტაძე ლარის რეკორდულ გაუფასურებაზე
შემდეგი სტატიათბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი და სახურავი ჩამოიშალა