“არასწორი ანალიზი კეთდება” – კობა გვენეტაძე ლარის რეკორდულ გაუფასურებაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს და ამბობს, რომ დოლარი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, გლობალურად მყარდება.
გვენეტაძე პარალელებს 2007-2008 წლებთან ავლებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში გაცილებით მაღალი – 12% იყო, თუმცა ლარი სიმყარეს ინარჩუნებდა. მისი თქმით, ამას საგარეო ფაქტორები განაპირობებდა.

“არასწორი ანალიზი კეთდება. შეგვიძლია ვნახოთ 2007-2008 წლებში უფრო მაღალი ინფლაცია იყო, უფრო ზუსტად 12% . თუმცა გაცვლით კურსთან ლარი იყო მყარი. გადავავლოთ თვალი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ბოლო 5 თვეა დოლარი გლობალურად მყარდება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.7799 ლარია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
შემდეგი სტატია“პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს” – პრეზიდენტი