საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების საქმეზე “აიისა”-ს დირექტორი, ანი გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო. კომპანიის დირექტორს სასამართლომ ადმინისტრაციული სარჩელით 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კომპანიის დირექტორს, ასევე, ევალება პროდუქცია გაყიდვიდან ერთ კვირაში ამოიღოს.
მუნიციპალიტეტმა კომპანიის მიერ გამოშვებული ის პროდუქცია გააპროტესტა, რომლის შეფუთვაზეც თამარ მეფის სურათია დატანილი.
ანი გაჩეჩილაძის თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ცენზურის თვალსაჩინო მაგალითია. მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, საშიში პრეცედენტია.