კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე – წაშლილია მონაცემთა მთელი ბაზა
სხვა სტატიები
- საქართველოს და აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა მხოლოდ ლაგოდეხისა და წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით არის შესაძლებელი
- მთაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პენსიასა და სოციალურ პაკეტზე დანამატის დანიშვნა მნიშვნელოვნად გამარტივდება
- უნდა დავაწესოთ საზოგადოებრივ პოლიტიკური კონტროლი იმაზე, რომ ზურა აბაშიძე არ გავიდეს მისი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ
კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე. კურიერის ინფორმაციით, წაშლილია მონაცემთა მთელი ბაზა. ამ დროისათვის ბლოკირებულია სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ვებგვერდი და ის ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომი არ არის.
კიბერთავდასხმის შესახებ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა სატელეფონო საუბარში ადასტურებენ რომ მათ მონაცემთა ბაზებს პრობლემები აქვს.
„კურიერის“ კითხვაზე შეექმნება თუ არა ფრენებს პრობლემები მონაცემთა ბაზების წაშლის გამო, სააგენტოში გვიპასუხეს, რომ ყველაფერი გააკეთეს, რომ ავიარეისები შეუფერხებლად შესრულებულიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოკვლევა კიბერთავდასხმასთანდაკავშირებით უკვე დაიწყო.