პრემიერმა პირობა დადო, რომ ყველა კითხვას პასუხს ზაფხულში გასცემს

პრემიერი პირობას დებს, რომ დეპუტატების ყველა კითხვაზე პასუხს ზაფხულში გასცემს. მამუკა ბახტაძე დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის წესით პასუხობდა.

„მე თუ დღევანდელი ფორმატი არ მომცემს საშუალებას, გავცე კითხვებს პასუხი, ყველა დეპუტატის, მე ზაფხულში აუცილებლად გპირდებით, რომ ამას გავცემ, მათ შორის, დამოუკიდებელი დეპუტატების,“ – განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ ოპონენტების კითხვებს არასერიოზული უწოდა და თქვა, რომ მის მიმართ გახმოვანებული ბრალდებები სავარაუდოდ, 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებს უკავშირდება.

მამუკა ბახტაძემ “თიბისი საქმესთან” დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსურ ინსტიტუტზე ორკესტრირებული შეტევა არ განხორციელებულა. მან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულა ბიზნესზე ზეწოლაში და მაგალითად “ბანკი ქართუ” მოიყვანა.

პრემიერი საკუთარი პარტიის ლიდერის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველა ბრალდება, რომელიც ივანიშვილთან დაკავშირებით ისმის, უსაფუძვლოა.

„წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ, იმიტომ, რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ, ამაშია პრობლემა.

მამუკა ბახტაძემ დავით გარეჯის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდება. მისი თქმით, აღნიშნული საკითხით სარგებლობა ოკუპანტ ქვეყანას სურს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძემ ჭიათურლებს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატია“პოპულისტობთ აქ იაფფასიანად და სისულელეებს ლაპარაკობთ” – აკაკი ზოიძე ოპოზიციას მიმართავს