“პოპულისტობთ აქ იაფფასიანად და სისულელეებს ლაპარაკობთ” – აკაკი ზოიძე ოპოზიციას მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ზოიძე ოპოზიციას დემაგოგიაში ადანაშაულებს. ზოიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტები საზოგადოებას მომავლის იმედს უკარგავენ, როცა ამბობენ, რომ დაგროვებითი პენსიის რეფორმა არასწორია.

„სამართლიანად ამაყობთ ლეგალიზაციით, ჩრდილოვანი ეკონომიკის, გადასახადის ადმინისტრირებით, კი ბატონო რომ არ გადაჰყოლოდით ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ძალადობას, მართლაც კარგი რაღაცეები გააკეთეთ. თქვენს დანაშაულშია ჩვენი პენსიონერების წინაშე, რომ ეს მაშინ არ გააკეთეთ. მოეშვით ამ დემაგოგიას.

მილიონჯერ გაქვთ მოსმენილი იმ კითხვებზე, რომელიც პრემიერს დაუსვით, მაგრამ პოპულისტობთ აქ იაფფასიანად და სისულელეებს ლაპარაკობთ და ადამიანებს უნერგავთ აზრს, რომ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. იმიტომ, რომ ეს არის მომავლის რეფორმა, ეს არის რეფორმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერა, რომ ძლიერი სახელმწიფო ეკონომიურად იქნება,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა პირობა დადო, რომ ყველა კითხვას პასუხს ზაფხულში გასცემს
შემდეგი სტატია,,აი ახლა ამ სამარცხვინო პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჭიათურელებს იმისათვის, რომ პოლიტიკოსები არ გაიკარეს აქციებისას”-შალვა ნათელაშვილი