პრემიერის პრესსპიკერი – საბჭომ რეკომენდაცია მისცა 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაცას

საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დროზე ადრე დაიხუროს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები, ასევე რეკომენდაცია ეძლევათ კაფეებს, რესტორნებს და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა,პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა საბჭოს რეკომენდააციაა, მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან.

საბჭომ ასევე რეკომენდაცია მისცა 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაცას.

„სამედიცინო პერსონალის რჩევით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემულ იქნას რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა თავიდან იქნეს არიდებული ნებისმიერი საფრთხე მათი ჯანმრთელობისათვის. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა სპეციალური მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებების აღსრულებაზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავას შეფასებით, ზამთრის კურორტების დროზე ადრე დახურვა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სწორი ნაბიჯია
შემდეგი სტატიათბილისის მერია სასწავლო, სამედიცინო და სხვა მუნიციპალური პროგრამების სახელფასო დაფინანსებას გააგრძელებს