პრემიერის მრჩეველმა მედიასთან C ჰეპატიტის პროექტის მართვის ნაწილზეც ისაუბრა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ შესაძლებლობა და C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთონ

„2018 წელს მოგეხსენებათ, პაციენტების მხრიდან მოთხოვნა უფრო დაბალი იყო, ვიდრე პროგრამის ჯერადობით გაზრდილი შესაძლებლობები. თუ 2015 წელს მხოლოდ 5 ცენტრი აკმაყოფილებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მაღალ ხარისხობრივ მოთხოვნას, 2018 წელს ასეთი ცენტრი უკვე 30-მდე იყო. შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლო ბევრად მეტი პაციენტის მიღება. 2018-ში იყო 23 ათასი ადამიანი, ვინც იცოდა, რომ მას ჰქონდა ეს დაავადება, თუმცა ამა თუ იმ მიზეზით არ ერთვებოდა მკურნალობაში. დღეის მდგომარეობით ასეთი არის 30 ათასი ადამიანი. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ დავიცვა ექიმის კოდექსი, რომლიდანაც ერთ-ერთი წესი ამბობს, რომ თუ ექიმმა რაღაც აუხსნა პაციენტს, მაგრამ მან მაინც არ გააკეთა, არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულო პაციენტი. ესე იგი შენ ვერ აუხსენი რაღაც. ამ შემთხვევაშიც ლოგიკა არის იგივე. მე ამ ადამიანებს არ ვადანაშაულებ, უბრალოდ ვთხოვ კიდევ ერთხელ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – მედიკამენტის მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით, არა თუ ერთი ფლაკონის, ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო დაბალანსებული
შემდეგი სტატიაპროცენტებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ტენდენცია სწორად არის ასახული-ხუხაშვილი