პროცენტებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ტენდენცია სწორად არის ასახული-ხუხაშვილი

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

პროცენტებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ტენდენცია სწორად არის ასახული. ამომრჩევლის უმრავლესობა აპათიაშია, სკეპტიკურად უყურებს მთელ პოლიტიკურ ელიტას, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

„არავინ მოსწონთ, არავის იმედი აქვთ, დისტანცირებულია და შესაბამისად, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის პოზიციები არის სუსტი. ეს ცუდია. ნიშნავს, რომ ზოგადი სახელმწიფოებრივი აპათიის ეტაპზეა ქვეყანა და შესაბამისად, განვითარების პერსპექტივებიც ძალიან ბუნდოვანია.

მე არ მგონია, რომ ისინი ამ კვლევას აყალბებდნენ, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ ის იჩივლებდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, თუ NDI ჭკვიანად არ მოიქცეოდა. ალბათ წერილს წერენ, ვივარაუდე. თუმცა, ხელისუფლებაში ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე არავინ დარჩა. აქედან გამომდინარე, ამ საკითხმა შემაწუხა, წერილი ვინ უნდა წაიღოს, ალბათ, ბერაიას გაატანენ“, – ამბობს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, დღეს NDI-ის კვლევები გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მოსახლეობის 56 % არ იცის, ვის მისცემდა ხმას. ასევე, მოსახლეობის 40% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 17% ძალიან ცუდად.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის მრჩეველმა მედიასთან C ჰეპატიტის პროექტის მართვის ნაწილზეც ისაუბრა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ შესაძლებლობა და C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთონ
შემდეგი სტატიამდინარაძე NDI-ს კვლევებს არ ენდობა