პრემიერი: ქვეყანა იღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას

„მინდა გითხრათ, რომ დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ის პრიორიტეტები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, იყო სწორი. სიმართლე, სიმართლე და კიდევ ერთხელ სიმართლე, იმიტომ, რომ არ მივცეთ საშუალება შტურმი შეგვიფასონ გამოხატვის თავისუფლებად. ეს უბრალოდ არ უნდა დავუშვათ. არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, როდესაც პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით, ხდება ის, რომ ქვეყანა იღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მისი ინიციატივით და ამ ადამიანს ადანაშაულებენ ხელისუფლების მიტაცებაში. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ქვეყნისთვის პროპორციული სისტემა, რომლის მიმართულებითაც ეს ქვეყანა მიდიოდა ათწლეულები, ვერავინ ვერასოდეს ვერ გაბედა. ეს პირდაპირ ნიშნავს პირველ გადადგმულ ნაბიჯს კოალიციური მთავრობისკენ, დემოკრატიული ხარისხის ზრდისკენ. ეს ნიშნავს ღია კარს პოლიტიკაში ყველასთვის, იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან და ამ ადამიანს ადანაშაულებენ ხელისუფლების მიტაცებაში. აქ სად არის სიმართლე? ისევე როგორც მათი გაგებით ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება თურმე ბოროტებაა. ეს არის უბრალოდ ზემოქმედება ადამიანზე. ეს არის ჩვეულებრივი რევანშის მომზადება და ჩვენ წყნარად, მშვიდად ამას ყველაფერს უნდა დავუპირისპიროთ ყოველდღიური ქმედება მართალი, სამართლიანი მოპყრობა ჩვენი მოქალაქეების. ეს არის ერთი ძირითადი კომპონენტი“,- განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: გვაქვს სიღარიბის მაღალი დონე, გვაქვს უამრავი გამოწვევები უსაფრთხოების თავლსაზრისით
შემდეგი სტატიაამ არჩევნებს არ აღიარებს საქართველოს მთავრობა