პრემიერი: გვაქვს სიღარიბის მაღალი დონე, გვაქვს უამრავი გამოწვევები უსაფრთხოების თავლსაზრისით

“გვაქვს სიღარიბის მაღალი დონე, გვაქვს უამრავი გამოწვევები უსაფრთხოების თავლსაზრისით. გვაქვს ინფრასტრუქტურული, სოციალური დახმარების პრობლემები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი საჯარო მოხელე ჩვენი ბიუროკრატია უნდა იყოს პირველ რიგში ეფექტური, სწრაფი, გონივრულ და გაზომვად ვადაში და კეთილსინდისიერი. ეს სიმართლე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პირველ რიგში ჩვენს კოლეგებთან და ჩვენს ბიუროკრატიასთან სასაუბროდ. ეს მაგალითი უნდა ვანახოთ ყველას. მაგრამ ყველა კეთილსინდისიერი, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი მოხელე უნდა იყოს დაფასებული და ვერავინ ვერ უნდა ბედავდეს პოლიტიკური პლატფორმიდან მის ბულინგს. დიახაც, მე ამ ადამიანებს დავუჭერ მხარს და ვიქნები მათი ლობისტი ისევე, როგორც ვიყავი და დავრჩები ყველა ღირსეული და კეთილსინდისიერი პოლიციელის ლობისტად. ეს არის სახელმწიფო და ვფიქრობ, ეს არის ყველა ნორმალური ადამიანის და პოლიტიკოსის მისია და ფუნქცია“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშილადო სადღობელაშვილი: „ღარიბაშვილი და გომელაური ახალ პრემიერს გააკონტროლებენ“
შემდეგი სტატიაპრემიერი: ქვეყანა იღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას