პრემიერი-ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა ჯართან დაკავშირებით, საქართველოს პრზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე.

„დღეს ქართულმა არმიამ, ქართულმა ჯარმა [რაც ხდება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე] კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და ანახა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, მისი ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს, როგორც ფაქტი სახეზე გვაქვს, ტერორიზმთან ბრძოლაში როდესაც ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც სხვათაშორის 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ჯართან ერთად მხარდამხარ იბრძვიან. ახლა არ ვიცი ბოლო მონაცემები, დასრულდა თუ არა ეს ოპერაცია. იბრძვიან, რათა ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი და ჩვენ, სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზე, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე. პირველ რიგში უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად ჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში“უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის ნამდვილად ფასეული აქტივია”
შემდეგი სტატია“სისულელეების ლაპარაკის ნაცვლად, რომ ვერ გაუგეს, ბოდიში მოიხადოს”