“უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის ნამდვილად ფასეული აქტივია”

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე განაცხადა.

„უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის ნამდვილად ფასეული აქტივია. ჩვენ ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს წარმატებული ისტორია იყოს. აქამდე 500 000-მა ქართველმა ევროკავშირის ტერიტორიაზე თითქმის მილიონჯერ უვიზოდ იმოგზაურა“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა საუბრობს ჯარზე”
შემდეგი სტატიაპრემიერი-ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში