პრემიერი ბრიუსელში – გიორგი კვირიკაშვილი ევროპის ლიდერებთან შეხვედრებს მართავს

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა

პრემიერმინისტრის რანგში გიორგი კვირიკაშვილი პირველ ვიზიტს მართავს ევროპის დედაქალაქში ევროპის ლიდერებთან.

პრემიერმინისტრს კომისიაში შეხვედრები ექნება ევროკომისრებთან და კომისიის პრეზიდენტთან ჟან კლოდ იუნკერთან. ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ საუბრის ძირითადი თემა იქნება ევროკავშირის და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი და უსაფრთხოების საკითხები რეგიონებში.

„საქართველომ შეასრულა თავის გეგმა ძალიან კარგად, ამიტომ კითხვის ნიშნები არ დგას ჩვენს მიმართ. საუბარია იმაზე, როდის ჩათვლის კომისია და წევრი სახელმწიფოები ყველაზე უფრო დროულად და მიზანშეწონილად იმისთვის, რომ ჩვენი უვიზო მიმოსვლის საქმე დააყენონ ევროპულ დღის წესრიგში. ეს არის რთული გადასაწყვეტი,“ – განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ.

ასევე ხვალ, ნატოში გაიმართება ალიანსის თავდაცვის მინისტერიალი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრება.

banner
წინა სტატიაში“სარედაქციო დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული”
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი გახმაურებულ საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს