პრემიერ-მინისტრს ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს სამთავრობო დელეგაციას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ცეცკა ცაჩევამ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

როგორც “თაიმერს” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და საკანონმდებლო ორგანოების მეგობრობის ჯგუფების გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიცხინვალელმა სეპარატისტებმა მორიგი ქართველი დააკავეს…
შემდეგი სტატია,,ქვეყნის საერო ხელისუფლების შექმნაში დიდი როლი ითამაშა მართლმადიდებელურმა ეკლესიამ“