პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს სადგურის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები კოპიტნარის განახლებულ სადგურში გაჩერდებიან. ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებზეა გათვლილი და მათ რკინიგზის განახლებული სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სადგურის შენობა, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი. მგზავრებს რკინიგზასა და ქუთაისის საერთშორისო აეროპორტს შორის ე.წ. შატლები გადაიყვანენ. შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.

მოეწყო მოსაცდელი სივრცეები, პარკინგი, საფეხმავლო ხიდი კი გაფართოვდა და რეაბილიტირდა. ხიდზე დამონტაჟებულია სამი ლიფტი, რომელიც ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის შშმ პირთა დაუბრკოლებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 1.637 მლნ ლარია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი აუდიტის დასკვნაზე ქუთაისის მერიაზე – არც ერთი ასეთი ბრალდება, პრობლემა და კითხვა არ დარჩება რეაგირების გარეშე;ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება თითოეულ მსგავს ფაქტზე
შემდეგი სტატიაუკრაინის სპეციალურმა დანაყოფმა რუსების 30 ტანკი გაანადგურა