ირაკლი ღარიბაშვილი აუდიტის დასკვნაზე ქუთაისის მერიაზე – არც ერთი ასეთი ბრალდება, პრობლემა და კითხვა არ დარჩება რეაგირების გარეშე;ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება თითოეულ მსგავს ფაქტზე

ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება თითოეულ მსგავს ფაქტზე ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მისივე თქმით, აუდიტისის დასკვნას ეხებოდა ქუთაისის მერიაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არც ერთი პრობლემა არ დარჩება რეაგირების გარეშე.

“თუ თქვენს მიერ ნახსენები ინფორმაცია სიმართლეა, ჯერ არ მინახავს,მაგრამ აუცილებლად მოვიკითხავ, არც ერთი ასეთი ბრალდება, პრობლემა და კითხვა არ დარჩება რეაგირების გარეშე. ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება თითოეულ მსგავს ფაქტზე. ამას გპირდებით მე, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მინდა კიდევ ერთხელ ყველა ჯარისკაცს მივულოცო დღევანდელი დღე და მადლობა ვუთხრა სამსახურისთვის, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი, კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული ჩვენი ჯარისკაცი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა