პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 12, 2019 14:09

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა.

“მიუხედავად იმისა, რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა, რომ ის ადამიანი, ვინც გადაიბარებს ჩემს საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური ისე ფინანსურით) იმისთვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება. ამ პოზიციაზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უკიდეგანოდ დიდი პასუხისმგებლობა. იყო დღეებიც, როდესაც მიფიქრია, რომ სხვადასხვა სახის გამოწვევებს უბრალოდ ვეღარ გავუმკლავდებოდი, თუმცა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ ადამიანს გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ და გული შეგტკივა მიზეზზე, ყველაფერს გაუმკლავდები”, – წერს ჯაფარიძე.

მისი თქმით, არ არის დრო არაჯანსაღი კონკურენციისთვის და ინდივიდულური პიარისთვის.

“არ არის აუცილებელი ყველას ერთმენთი მოგვწონდეს (აქაც ისევ ყველა სექტორში დასაქმებულ ადამიანს ვგულსხმობ) და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, თუმცა აუცილებელია კონსტრუქციულობა და ერთმანეთის პატივისცემა ( რასაც ბუნებრივია დამსახურება ჭირდება). იმედი მაქვს, რომ თქვენი პატივისცემა დავიმსახურე”, – წერს ჯაფარიძე.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პრემიერის ახალი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 12, 2019 14:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,100
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics