ინტერპოლის ძებნილთა სიაში 6 ქართველი ბავშვი მოხვდა

ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით უგზო-უკვლოდ დაკარგულ საქართველოს 19 მოქალაქეს ეძებს, რომელთაგან ხუთი სხვადასხვა დროს არასრულწლოვნობის პერიოდში გაუჩინარდა და დღემდე მათ კვალს ვერავინ მიაგნო.

1994 წელს დაბადებული ნუგი დვალიშვილი 9 წლის ასაკში გაუჩინარდა. ახლა ის 25 წლის უნდა იყოს. დვალიშვილი ქუთაისში დაიბადა. მისი მშობლები არიან ზაზა დვალიშვილი და ქეთევან გურგენიძე, რომელთა აღწერილობით, გაუჩინარების მომენტში მათი შვილი 50 კგ-ს იწონიდა და სიმაღლეში 155 სმ გახლდათ. ნუგი დვალიშვილზე ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა 2006 წელს გამოაცხადა და დღემდე ყვითელი ცირკულარის ბაზაშია.

 

 

 

 

 

 

 

 

1997 წლიდან იძებნებიან თამარ და გიორგი ჯავანები. და-ძმას 20 წელზე მეტია ინტერპოლი ეძებს, თუმცა უშედეგოდ. გაუჩინარების მომენტში გიორგი ჯავანი 8 წლის, თამარ ჯავანი კი 7 წლის გახლდათ.

 

 

 

 

 

 

დაკარგულთა სიაშია დარეჯან დიასამიძეც, რომელიც 16 წლის ასაკში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენიდან გაუჩინარდა. მოზარდი ბოლოს 2013 წლის 7 აგვისტოს სახლისკენ მიმავალ გზაზე შენიშნეს, თუმცა სახლამდე არ მისულა.

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერპოლი კვლავაც ეძებს 2002 წლის 24 ივლისს წყნეთში გატაცებულ მარიამ გოგინაშვილს. ის დაუდგენელმა პირებმა 15 წლის ასაკში გაიტაცეს. მეორე დღეს ოჯახს დაუკვშირდნენ და გამოსასყიდის სახით 100 000 დოლარი მოითხოვეს. ოჯახმა დათქმულ ადგილზე თანხა მიიტანა, თუმცა გამტაცებლებს მარიამ გოგინაშვილი არ დაუბრუნებიათ და აღარც კონტაქტზე გამოსულან.

 

 

 

 

 

 

 

ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ძებნილ საქართველოს მოქალაქეებს შორის ყველაზე პატარა 2017 წელს დაბადებული დემეტრე ხანდაველია, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი კლინიკიდან 2018 წელს დაიკარგა. მას საქართველოში, ციციშვილის კლინიკაში კუნთების სპინალური ამიოტროფიის დიაგნოზი დასუვეს, რის შემდეგაც სამკურნალოდ საფრანგეთში გადაიყვანეს, თუმა მედპერსონალმა სამედიცინო დაწესებულებაში პოლიცია გამოიძახა, ვინაიდან ბავშვი პალატიდან გაუჩინარდა. შეტყობინება ოპერატიულად მოხვდა ინტერპოლის ბაზაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე – დეპუტატ როინ ზოიძეს თავი გაუტეხეს