პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მაია თაბაგარი უხელმძღვანელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მაია თაბაგარი უხელმძღვანელებს. მაია თაბაგარი მანამდე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე კი, ნინო წივწივაძე იქნება.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა, რომლის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნას FRUCOM-ის გენერალური მდივანი ეხმაურება
შემდეგი სტატიაპოროშენკოს განკარგულებით რუსეთთან მეგობრობის შეთანხმება არ გაგრძელდება