პოროშენკოს განკარგულებით რუსეთთან მეგობრობის შეთანხმება არ გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო არ აპირებს გააგრძელოს რუსეთთან მეგობრობის, პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება – 3 სექტემბერს უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერმა ირინა გერაშეკნომ გაავრცელა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ პოროშენკო ხელშეკრულებას არც გააგრძელებს და არც დენონსირებს. “საუბარი არ არის არანაირ დენონსაციაზე, რადგანაც ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან ყველა საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგასა და სხვაგან, მოვითხოვთ იმას, რომ მათ ეს ხელშეკრულება დაარღვიეს” – გერაშეკნომ თქვა. ასევე, მისი განმარტებით, პოროშენკომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განკარგულება მისცა, ხელშეკრულების გაგრძელებაზე მზადება არ დაიწყონ – “დოიჩე ველე” წერს.
უკრაინა-რუსეთს შორის მეგობრობის, პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 1997 წელს მოეწერა.

 

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მაია თაბაგარი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაიტალიის შს მინისტრი მერკელს სამიგრაციო პოლიტიკის შეცდომებზე მიუთითებს