პრემიერ-მინისტრი ესპანეთის მეფეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეხვდა (S.M. El Rey Felipe VI).

შეხვედრაზე საუბარი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას შეეხო, რომელიც მადრიდში დღეს იხსნება. ყურადღება დაეთმო ტურიზმის ინდუსტრიას, როგორც უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ სექტორს.

პრემიერ-მინისტრმა, შეხვედრისას საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2016 წელს, ქვეყანას 6,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ხოლო ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

შეხვედრას, რომელიც “ელ პარდოს” სასახლეში გაიმართა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დაესწრო.

შეხვედრის შემდეგ, სამეფო სასახლეში, 2017 წლის მდგრადი ტურიზმის განვითარების საერთაშორისო წლად გამოცხადებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განცხადება გააკეთა, რომელშიც საქართველოს შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო არის ბრენდი, რომელიც ულამაზესი ქვეყანასა და შესანიშნავ ხალხთან ასოცირდება.

სტუმრებს სიტყვით ესპანეთის მეფე ფელიპე VI-მ მიმართა და წარმატებები უსურვა.

banner
წინა სტატიაშიNDI საზოგადოებას კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს
შემდეგი სტატია“საქართველომ მიიღო ცალსახად გაუარესებული პირობები,”-პრეზიდენტის მრჩეველი “გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს