ფრანსუა ოლანდი: საფრანგეთი არის ომში

“საფრანგეთი არის ომში,”- ამ წუთებში ვერსალში პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მიმართავს. ოლანდი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ტერორისტული აქტები საფრანგეთში სირიაში დაიგეგმა.

საგანგებო შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ ტერორისტული აქტების დროს დაღუპული მოქალაქეების პატივისცემის ნიშნად წუთიერი დუმილით დაიწყო.

ვერსალში ფრანსუა ოლანდის სიტყვით გამოსვლას წამყვანი უცხოური მედიასაშუალებები პირდაპირ ეთერში გადასცემენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ჩემთვის არც ტერორიზმი, არც ვანდალიზმი, არანაირად არ ასოცირდება რელიგიასთან და ისლამთან
შემდეგი სტატიაბარაქ ობამა: წამყვანი ქვეყნები ერთიან პოზიციაზე არიან, რომ “ისლამური სახელმწიფო” უნდა განადგურდეს