ქალაქ ლონჟიუმოში ფრანგ პერ ნოელს (თოვლის ბაბუას), მარხილი მოპარეს. უცნობებმა წითელი ფერის მარხილი, რომელიც სხვადასხვა ფერად იყო მორთული და ირმები იყო შებმული, ქალაქის ცენტრიდან გაიტაცეს.
ჯადოქარმა თოვლის ბაბუამ (პერ ნოელმა) ირმებშებმული მარხილი ქალაქის ცენტრში დატოვა, სადაც 15 იანვრამდე უნდა დარჩენილიყო.
“აღშფოთებულები ვართ. მარხილი ძალიან მოსწონდათ ბავშვებს. ისინი სპეციალურად მოდიოდნენ მოედანზე, რომ ფოტოები გადაეღოთ” – განაცხადა ქალაქის მერიამ.
საფრანგეთში თოვლის ბაბუას პერ ნოელი ქვია. მას ბოროტი ორეულიც ყავს – პერ ფუეტარი, რომელიც საჩუქრების ნაცვლად ახალ წელს ტომრით მათრახს ატარებს გასაროზგად.