რას ნიშნავს პრაქტიკაში საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზების გაუქმება

ევროკომისიის დადებითი დასკვნა

რას ნიშნავს პრაქტიკაში საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზების გაუქმებადღეს, 18 დეკემბერს ევროკომისიამ წარადგინა მოხსენება საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციისათვის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. როგორც იყო მოსალოდნელი, ბრიუსელმა დადებითად შეაფასა ორივე ქვეყნის მიერ შესრულებული ღონისძიებები. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი იქნება უვიზო, ეს არ ნიშნავს უპირობოს – წერს გერმანული “დოიჩე ველე”.
გამოცემის თქმით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ მოთხოვნებს, რომელიც მათ უნდა შეასრულონ იმისათვის, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ. თუკი ევროკომისიის გადაწყვეტილებას კავშირის წევრი ქვეყნებისგან წინააღმდეგობა არ ექნება, მაშინ უკრაინა და საქართველო ზაფხულში უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ.

30 ქვეყანაში უვიზოდ, მაგრამ პირობით

საქართველო და უკრაინა იმ ქვეყნების სიაში მოხვდებიან, რომელთაც ვიზა არ სჭირდებათ შენგენის ზონაში. 2014 წლის აპრილში ანალოგიური სტატუსი პირველად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მოლდოვამ მიიღო, თუკი ბალტიის ქვეყნებს არ ჩავთვლით.

საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზები არ დასჭირდებათ სამოგზაუროდ, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გამოკლებით. უვიზო რეჟიმი არ ვრცელდება ასევე ევროკავშირში შემავალ ისლანდიაზე, ლიხტენშტაინზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე.
პირველი მოთხოვნა მოქალაქეებისთვის არის ბიომეტრიული პასპორტის ქონა. საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ ის, რომ შენგენის ზონაში მათ 6 თვის მანძილზე მხოლოდ 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ ყოფნა. ამ წესის დარღვევით მოქალაქე შენგენის საინფორმაციო სისტემაში მოხვდება და აეკრძალება ევროკავშირში შესვლა.

უვიზო რეჟიმისას, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს უფლება არა აქვთ იმუშაონ. სწავლა კი – ცალკეულ შემთხვევებშია შესაძლებელი.
ორივე შემთხვევისთვის ცალკე, სამუშაო და სასწავლო ვიზებია საჭირო. თუმცა, თუკი სწავლა მოკლე კურსებს ეხება, რომელიც 3 თვეზე მეტი არ გრძელდება, შესაძლებელია სასწავლო ვიზის გარეშეც იყოთ. მაგრამ, თუკი სწავლა სამ თვეზე მეტ ხანს გრძელდება, აუცილებლად დაგჭირდებათ შესაბამისი დოკუმენტები იმ ქვეყნის საელჩოსთვის ან საკონსულოსთვის, სადაც სწავლას აპირებთ.

შენგენის ზონის გადაკვეთისას საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პრაქტიკულად ყველა დოკუმენტი, რომელიც, ჩვეულებრივად ვიზის მისაღებად არის საჭირო. შესაძლებელია, საკმარისიც იყოს ბიომეტრიული პასპორტიც, მაგრამ საიმიგრაციო სამსახურებს უფლება აქვთ მოგთხოვონ თქვენი ვიზიტის დამამტკიცებელი საბუთი – რატომ ან რისთვის მიდიხართ, ასევე საკმარისი თანხის ქონა. კერძოდ, კი, სამგზავრო ბარათები, საცხოვრებლის ჯავშანი და ასევე საკრედიტო ბარათზე არსებული თანხა. მოთხოვნილი თანხა დამოკიდებულია ქვეყანაში თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობაზე.

ნათესავების, ან ნაცნობების სტუმრობის შემთხვევაში, აუცილებელია თან გქონდეთ მოწვევა, მისამართი და ტელეფონის ნომერი.
შესაბამისად, თუკი თქვენი მოგზაურობის მიზანია საქმიანი შეხვედრა ან სამეცნიერო კონფერენცია, სასურველია მოწვევებიც თან წაიღოთ. თუკი მოქალაქეები მიდიან სასწავლებლად – სასწავლო დაწესებულებიდან შესაბამისი დამამტკიცებელი დოკუმენტი. სამგზავრო დაზღვევა არ არის აუცილებელი, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკონსულოები მოლდოველებს რეკომენდაციას აძლევენ დაზღვევა გააკეთონ. იგივე შეეხება დასაბრუნებელ ბილეთსაც.

საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს სამოგზაუროდ მოუწევთ ბევრი დოკუმენტის წაღება, მაგრამ მათ აღარ დასჭირდებათ საკონსულოს მიმართონ, გადაიხადონ ბაჟი და დაელოდონ ვიზის გაფორმებას.

მოლოვაში ანალოგიური წესები სამ წელზე მეტია მოქმედებს. ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით ისარგებლა 500 ათასმა მოქალაქემ.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების პირველ წელს 1500 მოლდოველი არ შეუშვეს ევროკავშირში სხვადასხვა მიზეზით, 2, 500 მოქალაქემ კი ევროკავშირში ყოფნის პერიოდი დაარღვია. მოლდოვაში უვიზო რეჟიმის შემოღებისთანავე შემცირდა რუმინულ მოქალაქეობაზე მოთხოვნები, რომელსაც ბევრი მოლდოველი ევროკავშირში სამუშაოდ აფორმებდა.
ბუხარესტის მონაცემებით, 1992 წლიდან მოყოლებული რუმინულ პასპორტზე განაცხადი 445 ათასმა მოლდოველმა შეიტანა.

banner
წინა სტატიაშიფრანგ თოვლის ბაბუას მარხილი და ირმები მოპარეს
შემდეგი სტატიაის ადამიანი, რომელიც საუბრობს ფაქტების და კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, აგებს კანონის წინაშე პასუხს – ეკა ბესელია