პრაიდის წევრი “ღირსების მარშზე”: არ იქნება ის, რაც აქამდე ქართულ საზოგადოებას არ უნახავს

“ღირსების მარში არ იქნება ის, რაც აქამდე ქართულ საზოგადოებას არ უნახავს იმიტომ, რომ ლგბტ ადამიანები დგანან სოციალური პროტესტების ყველა იმ მნიშნველოვან ნაწილში, რაც ქართულ საზოგადოებას აწუხებს. გავიხსენებ ძალიან ბევრს – ქალთა მოძრაობა, სირცხვილიას მიერ ორგანიზებული აქციები, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციები. იგივე ადამიანები იქნებიან ძირითადად, უბრალოდ აქ განსხვავება არის ის, რომ მთავარი ორგანიზატორი არის თბილისი პრაიდი და თემა, რის გარშემოც ჩვენ, საზოგადოება ვერთიანდებით, არის ლგბტ საკითხები. არაფერი განსაკუთრებული იქ არ მოხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შემოგვიერთდეს და დადგეს ჩვენთან ერთად.”– თქვა  თბილისი პრაიდის წევრმა, თამაზ სოზაშვილმა “ღირსების მარშთან” დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიზარქუა: მერობის კანდიდატი პარტიიდან ერთადერთი კახი კალაძეა
შემდეგი სტატიადამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა