ფოტოგრაფი ეძებს შეყვარებულ წყვილს, რომელთაც შემთხვევით გადაუღო ფოტო

ფოტოგრაფი მეთიუ დიპელი თავისი ფოტოს გმირებს ეძებს, რომელთაც შემთხვევით გადაუღო ფოტო აშშ-ში, იოსემიტის ეროვნულ პარკში. ფოტოზე შლაპიანი მამაკაცი, რომელიც ჩამუხლულია, გრძელ კაბაში ჩაცმულ ქალს ხელს სთხოვს. ისინი ქარაფის კიდეზე დგანან. ვინ არიან ისინი, საიდან მოვიდნენ, რა ქვიათ მათ? – არავინ არაფერი იცის. წყვილი სრულიად შემთხვევით მოხვდა კადრში.
ფოტო 6 ოქტომბერს არის გადაღებული. მეთიუ ამ დროს თავის მეგობარ ჯოშს ელოდებოდა, რომელიც ამ კლდეზე უნდა ასულიყო და მისთვის უნდა გადაეღო სურათი.იოსემიტის ეროვნული პარკი ცნობილია თავისი ულამაზესი ადგილებით. “ეს ისეთი სასწაული ადგილია, რომ სიმართლე გითხრათ, ამ ადგილას ძნელია ცუდი ფოტო გადაიღო” – მეთიუ უთხრა “ბიბისის”.
24 წლის ფოტოგრაფი ელოდებოდა როდის მივიდოდა დანიშნულების ადგილამდე თავისი მეგობარი, 3500 მეტრის სიმაღლეზე.
“ყველაფერი მზად მქონდა კამერაში, უბრალოდ, ღილაკისთვის უნდა დამეჭირა” – ფოტოგრაფი ამბობს, რომელიც ეძებს წყვის, რომ მათ თავიანთი ფოტო გადასცეს.

banner
წინა სტატიაში“თეა წულუკიანი საერთაშორისო ფორუმზე ჭორაობს” – გიგაურის პასუხი მინისტრს
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა