“თეა წულუკიანი საერთაშორისო ფორუმზე ჭორაობს” – გიგაურის პასუხი მინისტრს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 23, 2018 11:01

“თეა წულუკიანი საერთაშორისო ფორუმზე ჭორაობს” – გიგაურის პასუხი მინისტრს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი იუსტიციის მინისტრს პასუხობს. ეკა გიგაური თეა წულუკიანის განცხადებას, რომელიც მინისტრმა კოპენჰაგენში, ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გააკეთა, მესამე სექტორზე შეტევის გაგრძელებად აფასებს:

„იმის მაგივრად, რომ პასუხი გასცეს ბრალდებებს, რომელიც სავარაუდო კორუფციასთან და კონკრეტული ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს, პირად თავდასხმებზე გადმოდის და სამოქალაქო სექტორზე სრულიად უადგილო შეტევებს აგრძელებს. იმეორებს დაუსაბუთებელ ბრალდებებს და ფაქტობრივად ჭორაობს საერთაშორისო ფორუმზე, რითიც პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებს დარტყმას და წარმოაჩენს არასერიოზულად, და შემდეგ ქვეყანას, რაც ძალიან სამწუხაროა” -აცხადებს გიგაური.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 23, 2018 11:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics