ფოთში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.

ხანძრის შედეგად ერთი ბინა სრულად, ერთი კი ნაწილობრივ დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის გამათბობელი იყო.

ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მერიის ინფორმაციით, მოხდება დაზარალებული ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება.

„მერიაში ფუნქციონირებს ხანძრით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა. ამ შემთხვევაშიც, მერია გაუწევს სათანადო დახმარებას დაზარალებულ ოჯახებს“, – განაცხადა მერის წარმომადგენელმა ნათია გუჯაბიძემ.

banner
წინა სტატიაშისამინისტრო – პანდემიის პირობებში, სკოლებში მეორე სემესტრი მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა