ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელს უმასპინძლა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელს – კომოდორ ბაუდევაინ ბუთს და სამხედრო ხომალდების კაპიტნებს უმასპინძლა.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის შემდეგი სამხედრო ხომალდები: „Flagship – HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო); „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა); “BGS DRAZKI” (ბულგარეთი); ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი).

უცხოელ სტუმრებთან ერთად ხობის მონასტერს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი – პირველი რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი, ფოთისა და ხობის მერები და საკრებულოთა თავმჯდომარეები, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები სტუმრობდნენ.

მიტროპოლიტმა გრიგოლმა სტუმრებთან ისაუბრა საქართველოს ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ქართული სახელმწიფოებრიობისა და ზოგადად, ქართველი ერის ისტორიაში; ასევე გააცნო სტუმრებს ხობის მონასტრის ისტორია და ფოთისა და ხობის ეპარქიის საქმიანობა;

სტუმრებთან საუბარში მეუფე გრიგოლი შეეხო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებს და ქვეყნისთვის კოლექტიური უსაფრთხოების საკითხის მნიშვნელობას.

banner
წინა სტატიაშინატო საქართველოსა და უკრაინაში უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის გაზრდაზე შეთანხმდა
შემდეგი სტატიაპარლამენტის ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების წესი იცვლება