ფოთის მერმა საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს უმასპინძლა

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა. შეხვედრას ქალაქ ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა, საფრანგეთის ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურის საკითხებში პიერ კლუე, საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი ქეთევან ქურციკიძე ესწრებოდნენ.

გამოითქვა სურვილი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და ქალაქ ფოთის საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქთან დამეგობრებაზე. შეხვედრაზე ორი ქვეყნის კულტურულ ურთიერთობაზე გამახვილდა ყურადღება და ამ კუთხით ალექსანდრე დიუმასა და ფოთის ქალაქისთავის ნიკო ნიკოლაძის როლზე ისაუბრეს.

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ელჩს ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და მის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკს მოინახულებს და მე-5 საჯარო სკოლას ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: იძულებითი შრომა მონობის ტოლფასია და ამიტომაც მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: აშშ-ის სენატის საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა, რომ საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია