ფოთის მერი – 2022 წლის იანვრიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდება ისეთ სპეციალისტებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც არის დამოკიდებული ქალაქში წესრიგი და სისუფთავე

ქალაქ ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდება ისეთ სპეციალისტებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც არის დამოკიდებული ქალაქში წესრიგი და სისუფთავე: დამგველი, მეეზოვე, მუშა, აგრონომი, ელექტრიკოსი, წყალკანალიზატორი, მძღოლი,ტრაქტორისტი, შემდუღებელი, დარაჯი, მრეცხავი.

23 მილიონი ლარით განსაზღვრული წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
2022 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 13 %-ით, 2 მილიონ 700 ათასი ლარით იზრდება.
„ეს არ არის საკმარისი ზრდა იმ გამოწვევებისთვის რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, თუმცა ჩვენ ვიმუშავებთ წლის განმავლობაში ბიუჯეტის გაზრდის გეგმაზე, გარდა ამისა მნიშვნელოვანია იმ პროექტების დაფინანსება, რომელსაც ჩვენს ქალაქში ახორციელებს მუნიციპალური განვითარების და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდები.
ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ყოველდღიურ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი სამსახურების გაძლიერება, შესაბამისად მომავალი წლიდან მოხდება ყველა აუცილებელი ტექნიკის შეძენა, რაც მოსახლეობის მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას მოგვცემს.
ჩვენი პრიორიტეტებია -განათლება, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა, კულტურა, სპორტი და ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანების შესაბამის ანაზღაურებაზე და ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. მუდმივად ვიმუშავებთ სოციალური პროგრამების გაუმჯობესებაზე და დაფინანსების ზრდაზე. განაცხადა ფოთის მერმა.

ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით -5 მილიონ 233 ათასი ლარია განსაზღვრული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის – 3 მილიონ 694 ლარია გამოყოფილი, რის საფუძველზეც იზრდება სოციალური პროგრამების და ქვეპროგრამების დაფინანსება. განათლების სფეროს მიმართულებით განსაზღვრულია -3 მილონი ლარი, კულტურის სფეროს, ასევე ახალგაზრდობის და სპორტის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია -3 მილიონ 475 ათასი ლარი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკში კომპანიის ანგარიშის ონლაინ გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა
შემდეგი სტატიამინდა, რომ ჩვენი ექიმები ჩაერთონ პროცესში – ზელენსკი სააკაშვილზე