მინდა, რომ ჩვენი ექიმები ჩაერთონ პროცესში – ზელენსკი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მესამე პრეზიდენტის შესახებ მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს და კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთანაც მიმდინარეობს.

უკრაინის პირველი პირი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უკრაინელი ექიმების ჩართვას ითხოვს, თუმცა ამ დრომდე ოფიციალურ თბილისთან მოლაპარაკებას ვერ მიაღწია.

“მინდა, რომ ჩვენი ექიმები ჩაერთონ პროცესში, მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით შეფერხებაა. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება და მასში ჩართულია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. სხვა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. მე ვიღებ წერილებს სააკაშვილისგან, ის კი ჩემგან იღებს ინფორმაციას”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიფოთის მერი – 2022 წლის იანვრიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდება ისეთ სპეციალისტებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც არის დამოკიდებული ქალაქში წესრიგი და სისუფთავე
შემდეგი სტატიაიოსელიანი – დიდი ხანია, ევროპაში შიმშილობას აღარ იყენებენ, პროტესტის ბევრი სხვა ფორმა არსებობს