ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში მაღალი ტემპერატურით 82 წლის სენაკელი ქალი მოათავსეს

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში მაღალი ტემპერატურით 82 წლის სენაკელი ქალი მოათავსეს. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს .
,,ასაკოვანი, 82 წლის ქალი, სენაკის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩამოიყვანა, მოთავსებულია ქალქის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში. მას მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე აღენიშნება.ავუღეთ ნაცხი და გავაგზავნეთ ქუთაისის დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში. იგი 13 მარტს მოსკოვიდან ჩამოვიდა. ჩემი ინფორმაციით თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა. დღევანდელი მონაცემებით თვითიზოლაციაში 61 მოქალაქე გვყავს,კარანტინში კი 4 ადამიანი რჩება,“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზიანაიდა გაგუამ.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ბაგრატიონის მეუღლე გარდაიცვა
შემდეგი სტატიახუთი სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს მკურნალობას