ფოთი-ყულევის სანაპიროზე 6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთი-ყულევის სანაპიროზე 6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი:

“გაძლიერდება დასავლეთის ქარი, რომელიც 12-17 მ/წმ სიჩქარით იქროლებს. დღის მეორე ნახევარში და საღამოს დაქროლვა 23-25 მ/წმ-ს მიაღწევს. ზღვის ღელვა დღისით 4-5 ბალამდე იქნება, საღამოს და ღამის პირველ ნახევარში – 5-6 ბალამდე გაიზრდება.
10 მარტიდან შედარებით სუსტი, ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს. ზღვის ღელვა 3-4 ბალამდე დაიკლებს”.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მარტამდე ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე კონსულტაციები განახლდება
შემდეგი სტატიაცნობილია, ვის მოუწევს ავტომობილზე გადასახადის გადახდა