პოროშენკომ ტრამპთან შეხვედრა დაგეგმა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ თავის ამერიკელ კოლეგას უახლოეს დღეებში შეხვდება.
“რამდენიმე ხნის წინ ძალიან პროდუქტიული, ძალიან კონსტრუქტიული, ძალიან მეგობრული სატელეფონო დიალოგი შედგა ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ უახლოეს მომავალში ჩემი აშშ-ში ვიზიტი შედგება. ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი ვაშინგტონს ესტუმრება და ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელ მოლაპარაკებებს გამართავს” – განაცხადა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ პოროშენკო-ტრამპის სატელეფნო დიალოგი 5 თებერვალს შედგა.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გაჟონვის ფაქტებს იძიებს
შემდეგი სტატიათალაკვაძე არ ფლობს ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრაზე უარი ვინ უთხრა