თეთრი სახლი ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გაჟონვის ფაქტებს იძიებს

თეთრი სახლი ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გაჟონვის ფაქტებს იძიებს. მოკვლევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიაში პრეზიდენტისა და უცხოელი ლიდერების სატელეფონო საუბრების დეტალებმა გაჟონა.

ერთ-ერთი ასეთი პუბლიკაცია კი ვლადიმერ პუტინთან 28 იანვარს შემდგარ პირველ სატელეფონო საუბარს ეხება. გავრცელებული ცნობით, ვლადიმერ პუტინი ბირთვული და თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებას შეეხო და ტრამპს ამ დოკუმენტის გახანგრძლივებაზე პოზიცია ჰკითხა.

REUETERS-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა საუბრისას პაუზა აიღო და საკუთარ მრჩეველს შეთანხმების შინაარსის განმარტება სთხოვა. დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის შემდეგ რუს კოლეგასთან საუბარი განაგრძო და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს გაფორმებულ დოკუმენტს ცუდი გარიგება უწოდა, რადგან მისი აზრით, შეთანხმების დებულებები არა ვაშინგტონის, არამედ მოსკოვის ინტერესებს იცავს.

banner
წინა სტატიაშიჩვენ მივიღეთ კენტავრი, ჩვენი შემოთავაზებაა დავიჭიროთ ორი კურდღელი- დოლიძე მოსმენების კანონპროექტზე
შემდეგი სტატიაპოროშენკომ ტრამპთან შეხვედრა დაგეგმა