საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ინფორმაციას არ ფლობს იმის შესახებ, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრაზე უარი ვინ უთხრა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მას ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით კითხვები აქვს, თუ რამდენად ობიექტური იყო საკონსტიტუციო სასამართლო, როცა ამ კანონზე გადაწყვეტილება მიიღო.
„ეჭვები ჩნდება, პოლიტიკური მოტივები ხომ არ იყო, რადგან ბოლო პერიოდში აღმოჩნდა, რომ ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ასევე, ქათამაძესა და ალავიძეს მუქარის წერილებს უგზავნიდნენ”, – აცხადებს თალაკვაძე.
პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას სამოქალაქო სექტორთან სხადასხვა მიმართულებით კონსულტაციები ჰქონდა და გადაწყდა, რომ ცვლილებების პირველ მოსმენამდე, უმრავლესობასთან კონსულტაციები გამართულიყო და მათთვის შესაბამისი მოსაზრებები მიეწოდებინათ.
მისი თქმით, გუშინ გვინ ღამით, სპარლამენტო უმრავლესობამ კონსულტაციებზე უარი თქვა, რომლის მზიეზიც უცნობია.