პოროშენკო გაეროს სხდომაზე დონბასში სამშვიდობოების შესახებ საკითხს დააყენებს 

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო გაეროს 73-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში დონბასში სამშვიდობოების გაგზავნის საკითხის დაყენებას აპირებს.

“აუცილებელია კონფლიქტის დარეგულირებაში რეალური პროგრესის დაფიქსირება, რომლის მთავარი ინდიკატორია გაეროს ეგიდით სამშვიდობო მისიის დაყენება. ამაზე ვისაუბრებ მომავალ კვირას ნიუ-იორკში ვიზიტისას” – ამის შესახებ პოროშენკომ ა უმაღლეს რადაში  გამოსვლისას განაცხადა.

სამშვიდობოები ჩართული უნდა იყვნენ დონბასის შეიარაღებული კონფლიქტის  მოგვარებაში, მათ შორის, რუსეთის საზღვართან –  განაცხადა პრეზიდენტმა  და ხაზგასმით აღნიშნა  რომ ეს ნაბიჯები მინსკის ხელშეკრულების შესრულებას შეუწყობს ხელს – ამის შესახებ ინფორმაციას დოჩიე ველე ავრცელებს.

პოროშენკომ რუსეთს “არა მხოლოდ ჩვენი პრობლემა”. არამედ “მთელი ცივილური სამყაროს საფრთხე”უწოდა .

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი ჩამოართვა, საკანონმდებლო ორგანო ისევ თბილისში ბრუნდება
შემდეგი სტატიაისრაელმა სირიაში თვითმფრინავ Ил-20-ის ჩამოგდების რუსული ვერსია უარყო