ისრაელმა სირიაში თვითმფრინავ Ил-20-ის ჩამოგდების რუსული ვერსია უარყო

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტებმა, რომელიც სირიის სხვადასხვა ნაწილშია განთავსებული, უმისამართო ცეცხლი, ისრაელის მიერ სხვადასხვა ობიექტების დაბომბვიდან 40 წუთის შემდეგ გახსნეს. სროლის შედეგად, რომლის დროსაც ათობით რაკეტები გაუშვეს, ჩამოვარდა რუსული Ил-20, რომელშიც 15 სამხედრო პირი იმყოფებოდა – The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მოხსენება, რომელიც ებრაელმა სამხედროებმა წარადგინეს, დაახლოებით 40 გვერდიანია და შესრულებულია რუსულ და ინგლისურ ენებზე.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ინფორმაცია, თითქოს ისრაელის არმიამ რუსი სამხედროები ოპერაციის დაწყების შესახებ ერთი წუთით ადრე გააფრთხილეს, არასწორია. “რუსეთთან კონფლიქტური სიტუაციების გაფრთხილების სისტემამ ჩვეულებრივი პროცედურით იმუშავა, როგორც სხვა დანარჩენი 200 შემთხვევისას უკანასკნელი 2 წლის მანძილზე” – ნათქვამია დოკუმენტში.

რუსული მზვერავი თვითმფრინავი Ил-20, რომლის ბორტზეც 15 სამხედრო პირი იმყოფებოდა, 17 სექტემბერს დაახლოებით 23.00 საათზე (მოსკოვის დროით) ჩამოვარდა. ამ დროს ის ავიაბაზა ხმეიმის თავზე, ხმელთაშუაზღვის აკვატორიაში, დაახლოებით ნაპირიდან 35 კმ-ში იმყოფებოდა. ამავე დროს, ნაპირზე ისრაელის ოთხი გამანადგურებელი F-16 დაფრინავდა, რომლებმაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ლატაკიაში სამიზნეები დაბომბეს. რუსი სამხედროები დარწმუნებული არიან, რომ ისრაელის თვითმფრინავები წინასწარგანზრახულად ამოეფარნენ რუსულ თვითმფრინავს სირიული რადარებისგან დამალვის მიზნით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელს “მტრულ მოქმედებებში” დასდო ბრალი. “ისრაელის აღნიშნული პროვოკაციული მოქმედებები ფასდება, როგორც მტრული. ისრაელის სამხედროების უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს აბსოლუტურად არ პასუხობს რუსულ-ისრაელის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ჩვენ ადეკვატური მოქმედებების უფლებას ვიტოვებთ” – სამინისტროს განცხადებაში იყო ნათქვამი.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა განცხადებით, სადაც მომხდარი “ტრაგიკულ შემთხვევითობად” შეაფასა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო გაეროს სხდომაზე დონბასში სამშვიდობოების შესახებ საკითხს დააყენებს 
შემდეგი სტატიატერეზა მეი თვლის, რომ “ბრექზიტის” შესახებ ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული